22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 14:43:45, 1307 ნახვა

მსოფლიო
BBC- პოლონეთის სამმა დიდმა რეგიონმა ანტი-ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

პოლონეთის სამმა დიდმა  რეგიონმა დაუჭირა მხარი იმ რეზოლუციების გაუქმებას ,რომელიც „ლგბტ“ პირების უფლებებს ზღუდავდა.-აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრელებს.

 სააგენტოს ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ,რაც ევროკომისია დაემუქრა პოლონეთს დაფინანსების მოხსნით.  

 აღნიშნული ანტი-ლგბტ რეზოლუციები პირველად მიიღეს 2019 წელს. მაშინ ადგილობრივი  ხელისუფლება "ლგბტ" თემის უფლებების გაზრდას, განიხილავდა, როგორც შეტევას ტრადიციულ, კათოლიკურ ღირებულებებზე.

თითქმის 100-მა  რეგიონმა მიიღო მსგავსი ანტი-ლგბტ რეზოლუციები იმ წელს, რასაც აღშფოთება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან, მათ აღნიშნული რეზოლუციები შეაფასეს,როგორც  დისკრიმინაციაა.

მოგვიანებით ევროკომისიამ მოუწოდა პოლიონეთის  ხუთ დიდ რეგიონს გააუქმონ აღნიშნული კანონი, წინააღმდეგ შემთვევაში, ისინი შეწყვეტდნენ 126 მლნ ევრომდე დაფინანსებას მათი ადგილობრივი მთავრობებისთვის.

საპასუხოდ, პოდკარპაკიმ, ლუბელსკიმ და მალოპოლსკიმ გააუქმა  აღნიშნული რეზოლუცია.

იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზიობრომის განცხადებით,  მისი „კანონი და სამართლიანობის“ პარტია წინააღმდეგია აღნიშნული რეზოლუციების გაუქმების.

მინისტრმა „ევროკავშირის“ განცხადებები შეაფასა, როგორც  ზეწოლა  და „შანტაჟო“ მისი თქმით, ეს, "შეტევაა პოლონეთზე და ადგილობრივ მთავრობებზე".

ერთსქესიანთა ურთიერთობები პოლონეთში კანონიერად არ არის აღიარებული და ქვეყანა  კრძალავს ერთსქესიან წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანასაც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics