|
2021-09-28 11:24:40, 1088 ნახვა
სამართალი
თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით 31 წლის მამაკაცი დაკაავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერში, ვარკეთილში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის სხვადასხვა უბანში არაერთი ბინაში ფარულად შეაღწია და გაქურდა. სამართალდამცველებმა, დ.გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)