07:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 17:21:11, 668 ნახვა

საზოგადოება
24 -25 სექტემბერს ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ ენდ ლ“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-ე კილომეტრზე, ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე აწარმოებს ლითონის მილის მოწყობის სამუშაოებს.

ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი წვიმა), სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდა 2021 წლის 23 სექტემბერის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოები ჩატარდება 2021 წლის 24 სექტემბერს 22:00 სთ-დან 25 სექტემბრის 01:00 სთ-მდე. 
დროის ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics