07:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 14:00:15, 567 ნახვა

საზოგადოება
იალბუზზე ასვლის დროს, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ყაბარდო-ბალყარეთის მხრიდან იალბუზზე ასვლისას 5 ალპინისტი დაიღუპა. 

რუსული მედიის ცნობით, მაშველებმა 14 ალპინისტის გადარჩენა შეძლეს. ყველა გადარჩენილს მძიმე ტრავმები აღენიშნება და სხეულის ნაწილები მოყინული აქვთ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც რუსული გამოცემა წერს, ზღვის დონიდან 5 400 მეტრის სიმაღლეზე ასულმა 19-მა ალპინისტმა დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი და მინუს 20 გრადუსი ყინვა აფერხებდა.

ოპერაციაში 70-მდე მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics