|
2021-09-24 12:32:27, 513 ნახვა
საზოგადოება
აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციისთვის საქართველოს მთავრობას 15 მლნ აშშ დოლრის სესხი დაუმტკიცა
დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად 15 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მთავრობას დაეხმარება კორონავირუსული დაავადების (COVID-19) ვაქცინების შესაძენად და ვაქცინის პროგრამის გასაძლიერებლად . აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში. "ვაქცინები გადამწყვეტია COVID-19– ის გავრცელებისა და სიმძიმის შესამცირებლად",- თქვა ADB– ს პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. მისი თქმით, ეს პროექტი საქართველოში სიცოცხლის გადარჩენას და მოქალაქეების ნდობის აღდგენას უზრუნველყოფს. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს კოვიდ 19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. მათივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა მიზანად ისახავს 2021 წლის ბოლომდე მისი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრა. "ADB-ის დახმარება ასევე გააძლიერებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობებს ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცის პროგრამის განხორციელებაში. ჯანდაცვის მუშაკებისა და ვაქცინაციის პერსონალი გადამზადდება გენდერულ საკითხებზე. გენდერის თემა ასევე ჩართული იქნება მობილური ამცრელი ჯგუფების საკომუნიკაციო გეგმებსა და გზამკვლევებში ქალებსა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებთან წვდომის გასაუმჯობესებლად. საქართველო ADB- ს 2007 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ბანკი გახდა ქვეყნის ერთ -ერთი უმსხვილესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია.საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, - აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)