|
2021-09-23 16:04:55, 431 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით მოხდება მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა. შტაბის ფორმატში დეტალურად განიხილეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა, ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი და მიმდინარე ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრემიერ მინისტრის დავალებით, ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი რესურსების მობილიზებით მოხდება მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის ახალი სახლით უზრუნველყოფისთვის მთავრობა იზრუნებს. „მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები 20-ზე მეტი მიმართულებით. ამავე დროს ყველა ის ოჯახი, რომლებიც ამ პროცესების შედეგად გარკვეულ საფრთხეს დაექვემდებარა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილას და პრემიერ მინისტრის დავალებით, როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე ადგილობრივი რესურსების მობილიზებით ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ამ ოჯახს დავეხმაროთ უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფაში. ერთ-ერთი სახლი წაიღო მეწყერმა და შესაბამისად, ამ ადამიანებს ყველაფერს გავუკეთებთ, რომ ჰქონდეთ ახალი სახლი" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების და არხების გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობაში ჩართულია როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები და აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რათა ყველა ოჯახს, რომელსაც მატერიალური ზარალი მიადგა, დანაკლისი მალე აუნაზღაურდეს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)