08:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 11:26:45, 435 ნახვა

საზოგადოება
უამნინდობის გამო ბათუმის მერიისა და 112-ის ცხელ ხაზზე, ბოლო მონაცემებით, 400-მდე ზარი შევიდა

ბათუმში გადაუღებელმა წვიმამ ასზე მეტი ოჯახი დატბორა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანებულია კომერციული ობიექტები. 

ბათუმის მერიისა და 112-ის ცხელ ხაზზე, ბოლო მონაცემებით, 400-მდე ზარი შევიდა. დაზარალებულია 100-ზე მეტი ოჯახი. 

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

სოფელ ფერიაში ერთი სახლი მთლიანად დაინგრა, სამი კი, საცხოვრებლად უვარგისია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა მხოლოდ ერთი 33 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას რეფერალურ საავადმყოფოში ფეხზე ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

უწყების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics