|
2021-09-20 20:29:43, 717 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა აშშ-სთან და NATO-სთან ერთად სამხედრო წვრთნებს იწყებს
უკრაინამ აშშ-სა და ნატო-ს ჯარებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ წვრთნების პარალელურადაც რუსეთი და ბელარუსი ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, წვრთნებში, რომელიც პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება, 4000 უკრაინელი და 2000 უცხოელი ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას. "მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ცოდნისა და ძალისხმევის კონცენტრაციას შეძლებს, რათა დაანახოთ აგრესორ ქვეყნებს, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ", - აღნიშნა უკრაინული ძალების მეთაურმა იგორ პალანიკმა უკრაინის საერთაშორისო სამშვიდობო უსაფრთხოების ცენტრში გახსნის ცერემონიაზე. ამერიკელი სამხედროების განცხადებით სწავლებაში ვაშინგტონის ეროვნული გვარდიის საბრძოლო ბრიგადა იღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე აპრილიდანაა განლაგებული. სწავლებაში, რომლის მიზანიც პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდაა, 12 ქვეყნის სამხედრო ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას. .
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)