|
2021-09-20 17:39:37, 614 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა და აშშ დოლარში წ/წ 14.7% შეადგინა. მიზეზების მხრივ, საბაზო ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში გადადებული მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზება, თუმცა ასევე ექსპორტისათვის დამახასიათებელი ყოველთვიური მერყეობა. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის დინამიკა აგვისტოშიც წინა თვის მსგავსი იყო 2020 წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რაც შიდა მოთხოვნის მზარდ დონეზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დანაზოგების შემცირება შიდა მოთხოვნას დამატებით აძლიერებს და ლარზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს, ისევე როგორც გზავნილების მზარდ მაჩვენებლებს. გასული კვირა ასევე საყურადღებო იყო სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე შენარჩუნდა. მართალია ფასების ზრდა მაღალია, თუმცა თიბისი კაპიტალი იზიარებს მომდევნო წელს ინფლაციის შემცირების პროგნოზს იმის გათვალიწინებით, რომ ლარი და საერთაშორისო სასაქონლო ფასები სტაბილური იქნება. სხვა არგუმენტებთან ერთად, როგორც ჩანს ამავე მიმართულებით მიუთითებს მე-2 კვარტალის ხელფასების დინამიკაც. მართალია, მატება 15.5% იყო, თუმცა დანახარჯები სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის მაღალი ზრდის გამო შემცირდა. საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა მშპ-ის მე-2 კვარტალის უკვე კვარტალური შეფასება. უფრო ადრინდელი, ყოველთვიური შეფასებების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა და ზრდამ კვლავ რეკორდულად მაღალი - 29.9% შეადგინა, რაც სხვა არგუმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალს საშუალებას აძლევს 2021 წლისათვის 10%-ზე მეტი ზრდის მოლოდინი შეინარჩუნოს. თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)