|
2021-09-20 14:22:22, 742 ნახვა
მსოფლიო
კიევში „თანასწორობის მარში“ გაიმართა, რომელზეც ლგბტ პირების უფლებების დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა
უკრაინაში, კიევის ცენტრში „თანასწორობის მარში“ გაიმართა, რომელზეც ლგბტ უფლებების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, „თანასწორობის მარშის“ მონაწილეებს მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი დისკრიმინაციის საწინაააღმდეგო კანონპროექტის მიღებაა. „კიევი პრაიდის“ ორგანიზტორების განცხადებით, აღნიშნულ მარშში მონაწილეობა 10 000-მდე ადამიანმა მიიღო. უკრაინული მედია იუწყება, რომ ადგილზე, სადაც მარშის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი, პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები მარშის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული მარშის პარალელურად, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „თანასწორობის მარშის“ მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილნი, თუმცა, მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ ღონისძიების ფარგლებში ისინი თავს დაცულად გრძნობდნენ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხაედბენ, რომ დედაქალაქის ცენტრში გამართულმა ღონისძიებამ წესრიგის დარღვევის გარეშე ჩაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)