02:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 12:50:34, 999 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ყურძნის მოსავლის თითქმის ნახევარი უკვე დაბინავებულია

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 130 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მოსავლის დაახლოებით 50%-ია და 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
კახეთში,  13 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით  120 მლნ ლარამდე შემოსავალი უკვე მიიღო.
გადამუშავებული ყურძნიდან 75 ათას ტონამდე რქაწითელია, 46 ათას ტონამდე საფერავი,  3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის დღიური გადამუშავება კვლავ 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის აქტიურ მიმდინარეობაზე მიუთითებს.
ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 170-მდე დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics