12:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 12:25:10, 689 ნახვა

საზოგადოება
IDFI პროკურტურას - ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, უზრუნველყავით მასალების წაშლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 13 სექტემბერს ინტერნეტ სირცეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მასალების შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა შემდეგი, რომ გავრცელებული მასალა, სავარაუდოდ, 2014-21 წლებშია შექმნილი, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს. ამასთანავე, მასალები მაღალი ალბათობით, არ არის ფალსიფიცირებული და დამუშავებულია სუს-ის მიერ.

IDFI-ის დაკვირვების შედეგად, გავრცელებული მასალების ნაწილი სავარაუდოდ მოპოვებულია უკანონოდ და მიუთითებს უკანონო მიყურადების სისტემურობაზე.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას,  სასწრაფო წესით გამოიკვლიოს გავრცელებული მასალების ავთენტურობა და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია, ამასთანავე, მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და უზრუნველყოს გავრცელებული მასალების წაშლა/წვდომის შეზღუდვა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს უწყებას, გამოძიების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობა.

IDFI მიმართავს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსაც და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შექმნას საგამოძიებო კომისია. კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური თვალთვალის კანონირებისა და მასში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართულობის საკითხი.

ორგანიზაცია მედია ორგანიზაციებსა და ჟურალისტებს მოუწოდებს, გავრცელებული მასალები გააშუქონ  ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების სრული დაცვით. მასალები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რასაც ღირებული საჯარო ინტერესი მოითხოვს. გაშუქებისას დაცულ უნდა იქნეს ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics