14:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 10:24:27, 534 ნახვა

საზოგადოება
ექიმის ინფორმაციით, „მთავარის“ ოპერატორს, რომელიც „ოცნების“ შტაბში ინციდენტისას დაშავდა, მრავლობითი დაზიანება აქვს

ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაშია გადმოყვანილი.

როგორც ექიმმა ჟურნლისტებს განუცხადა, ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, ეჭვია მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე.

„26 წლის მამაკაცი შემოყვანილია კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორიაციები ტკივილი. ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა საეჭვო რენტგენოლოგიური სურათი, რის გამოც, პაციენტი გაყვანილია დამატებით კვლევებზე“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics