14:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 15:55:17, 480 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში მდებარე N102 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო.

სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის პირობებში ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ, 2020 წლის მარტიდან თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით ხორციელდება. ნობათების გაცემა საბავშვო ბაღებში კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.  

„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყება, მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე გადავადდა. ამ მიზეზით, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაახლეთ სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 10 პროდუქტისგან დაფასოებული ნობათები ყველა იმ აღსაზრდელის ოჯახს ურიგდება, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს“, - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისში ამჟამად, 188 საბავშვო ბაგა-ბაღი და 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. საკვებ პროდუქტებს მიიღებენ იმ ახლადაშენებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც, რომლის გახსნაც სააღმზრდელო პროცესის განახლებისას იგეგმება.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics