15:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 14:39:08, 276 ნახვა

საზოგადოება
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა, მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ისრაელიდან შემოდინებების დანაკლისი, რომლის ნაწილობრივი აღდგენა უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანწილად დაკომპენსირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად იბრუნებს თავის პანდემიამდელ ზრდაში წამყვან როლს.

არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 16%-ით ან 106 მილიონი ლარით შემცირდა. მაშინ, როდესაც ლარსა და აშშ დოლარს შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, ისტორიულად, ლარის საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ცალკე აღებული აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი და გლობალური რისკ აპეტიტი უფრო მნიშვნელოვანია.

პუბლიკაციის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენისათვის, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დროა საჭირო. 2021 წლის მე-2 კვარტალის აშშ დოლარში გამოხატული შემოდინებები წინა წლის დაახლოებით იმავე დონეზე დაფიქსირდა. ამასთან, რეინვესტირებული შემოსავლები გაიზარდა, სააქციო კაპიტალი და მასთან დაკავშირებული სავალო დაფინანსება კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სებ-ის რეზერვები აგვისტოში გაიზარდა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ 2021 წლის სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი პოზიტიურია, რაც ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ შეფასებაში ასევე გათვალისწინებულია 2020 წლის „შოკის გამაძლიერებლის" უკვე სადღეისოდ პოზიტიური ეფექტი.

თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - tbccapital.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics