16:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 10:49:11, 413 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა არასტანდარტული ვაშლის მიღება დაიწყეს

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდება კონცენტრატად, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გავა ექსპორტზე და ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, დამატებით, 5-6 მილიონ ევროს შემოსავალს მოიტანს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან  ერთად ქ. გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ვაშლის მოსავლის მიღება-დაბინავების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის გაცხადებით,  ვაშლის წარმოებით ლიდერი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროული დაბინავება.

 „აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოსთან. სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ფერმერებისთვის“ - განაცხადა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე  და  შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული კომპანიაშიც „გსქ კულა“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ  საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად,  10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამაში 10-მდე  ხილის გადამმუშავებელი საწარმოა  ჩართული.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics