|
2021-09-11 11:06:33, 837 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულები გაიხსენა და ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა. „2001 წლის 11 სექტემბრიდან 20 წლის შემდეგ ჩვენ გვახსოვს 2 977 დაღუპული და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ და ვინც გაწირა თავი. როგორც ჩვენ მომდევნო დღებში ვნახეთ, ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა. ეს არის ის, რაც გვაიძულებს ვიყოთ, ისინი ვინც ვართ და ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ“, - დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“. ცნობისათვის, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-ქაიდას" წევრებმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენს შეეჯახა, მესამე ვაშინგტონში პენტაგონის შენობას, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი კი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერაქტს 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)