13:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 17:11:01, 2558 ნახვა

სამხედრო
კოჯორში სერჟანტთა გადამზადების კურსები დაიწყო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა  ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 119 მსმენელი 12 კვირის განმავლობაში გადამზადებას ორ ფაზად გაივლის.

სწავლების პირველი ნაწილი ინსტრუქტორულ საცეცხლე და სამწყობრო მომზადებას ითვალისწინებს. კურსის მეორე ნაწილი კი სამეთაურო მომზადებასა და ათეულის დონეზე საბრძოლო ვარჯიშებს დაეთმობა.

ახალი კურსის დაწყება მსმენელებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. გენერალ-მაიორმა კურსანტებს კარიერული წინსვლა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა.

ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსის პარალელურად   სამეთაურო საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. 32 მსმენელი 17 კვირის განმავლობაში ქვედანაყოფის მართვის და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს,  ასევე ტაქტიკურ და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას შეისწავლის.

მომზადება დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს. კურსების დასრულების შემდგომ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics