|
2021-09-09 10:47:40, 408 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში კოკში, ხურჩასა და ორსანტიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოქალაქეების საჭიროებები პირადად მათგან მოისმინა და განაცხადა, რომ არსებული პრობლემები მერის სამოქმედო გეგმაში აისახება: „მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს კოკის, ხურჩისა და ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართეს. აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები გახლავთ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლები, რომლებიც განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, სამივე სოფელს ძირითადი პირველადი ინფრასტრუქტურა აქვს მოგვარებული. გამართულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე შიდა გზაც კაპიტალურად არის მოწყობილი, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პრობლემა გადაჭრილია. მოსახლეობასთან შეხვედრებზე შევთანხმდით ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც ამ სოფლების წინაშე დგას და უახლოეს მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარებისთვის." - განაცხადა მამუკა წოწერია. მამუკა წოწერია დღესვე სოფელ კოკში თხილის საშრობ-სასაწყობე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით აშენდა, პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივებს საშუალება მიეცათ თხილის შრობის და შენახვის თანამედროვე სტანდარტებით ისარგებლონ, რაც მოსავლის ხარისხს და შესაბამისად ადგილობრივების შემოსავლებს ზრდის. „სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ამ დარგში მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. დღესვე სოფელ კოკში თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმოში ვიმყოფებოდით, სადაც ადგილობრივებს შევხვდით. საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID- ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში ჯამურად 770,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ადგილობრივი ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია" - განაცხადა მამუკა წოწერიამ. მერობის კანდიდატი დღესვე სოფელ კოკში ფერმერ მამუკა ჩუხუას შეხვდა. ოჯახს დეკორატიული მცენარეების სანერგე მეურნეობა აქვს, ასევე სახელმწიფო პროგრამით, სრულიად უფასოდ მოცვის პლანტაციაც გააშენა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)