21:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 12:12:05, 567 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

კახა კალაძემ ახალგაზრდა დიზაინერები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიწვია და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ ფანასკერტელის ქუჩაზე ძალიან კარგი სკვერი გავხსენით, რომელიც მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთული მდგომარეობა იყო - პირდაპირ ვიტყვი, ნაგვით იყო სავსე, ლითონის კონსტრუქციებით. რამდენიმე დღის წინ ადგილზე ვიყავით მისული და ვნახეთ, ახლა რა ლამაზი პროექტია განხორციელებული. ამას ყავს თავისი ავტორები, ადამიანები, რომლებმაც ეს კონკრეტული პროექტი მოამზადეს. მინდა, წარმოგიდგინოთ ეს ახალგაზრდები - ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი. მინდა, მათ გადავცე მადლობის სიგელები და წარმატებები ვუსურვო. ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ძალიან მიხარია ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში. ვპირდები ყველას, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი ექნებათ ქალაქის განვითარებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოაწყო.  

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics