21:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 11:35:14, 578 ნახვა

საზოგადოება
ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა შექმნა

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი პლატფორმის მეშვეობით ადამიანის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

„კერძოდ, კოვიდ საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსის შემოწმებას შეძლებენ. ახალი პლატფორმის დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა განაცხადა. ბექა ფერაძის განმარტებით, ბიზნესოპერატორები სტუმრის დასაშვებად სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ, განისაზღვრება მწვანე ზონები და მოქალაქეები სასურველ სერვისს უსაფრთხოდ მიიღებენ. პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი გაცნობა ბიზნეს სექტორისთვის უახლოეს დღეებში იგეგმება. ბიზნესოპერატორების მხრიდან აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics