|
2015-01-06 11:08:51, 4399 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ
„პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გაუქმებით, მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ“, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პატიმრებს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნებათ. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ამ კომისიის გაუქმების გადაწყვეტილება ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს. „ადგილობრივი საბჭოები ფუნქციონირებას განაგრძობენ. ჩვენ მუდმივმოქმედ კომისიას ვაუქმებთ. ევროპული გამოცდილება გავიზიარეთ და ანალიზმა ცხადყო, რომ ეს კომისია აბსოლიტურად ზედმეტი რგოლი იყო. ამის გაუქმებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საბჭოების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ“, – განაცხადა მღებრიშვილმა. ცნობისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია შესაძლოა, გაუქმდეს. ცვლილებას, რომელსაც „პატიმრობის კოდექსი“ ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)