|
2021-09-06 17:08:41, 645 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი დღეს მინსკში გამართულ სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას და მაქსიმ ზნაკს, 11 და 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. „ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბელარუსში ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ქალბატონი კოლესნიკოვასა და ბატონი ზნაკის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ,“- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც სტანოსმა აღნიშნა, ევროკავშირი კვლავ ცდილობს ლუკაშენკოს მთავრობას ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. "ევროკავშირი გმობს მინსკის რეჟიმის მიერ ბელარუსი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეშ უპატივცემულობას. ის გააგრძელებს ძალისხმევას იმის ხელშესაწყობად, რომ ბელარუსის ხელისუფლებას სასტიკი რეპრესიების განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ", - ნათქვამია განცხადებაში. .
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)