23:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 13:44:07, 673 ნახვა

საზოგადოება
ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრის შემდეგ?

ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრის შემდეგ ? -  ​საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სასიცოცხლო რისკების შემცირებისთანავე აღდგება.- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოიხსნება ის შეზღუდვებიც, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით შემოიღო.

„ვსაუბრობდით სასიცოცხლო რისკებზე, რომელიც უკავშირდებოდა ეპიდემიის ძალიან სწრაფად გავრცელებას. როცა ასეთი სასიცოცხლო რისკების წინაშე ვდგავართ, ეს არის უპირატესი სხვა სოციალურ და ბიზნესსაჭიროებებთან შედარებით. როგორც კი რისკები შემცირდება და ამის მოლოდინი გვაქვს მომდევნო დღეებში, მაშინვე აღდგება ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირება, მოიხსნება ის შეზღუდვები, რომელიც სასიცოცხლო რისკებთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. გვესმის, რომ სამსახურში წასვლისთვის სჭირდებათ სატრანსპორტო საშუალება, სკოლების გახსნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული ერთი თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics