|
2021-09-04 13:29:01, 647 ნახვა
საზოგადოება
"ქართული ოცნების" თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ლაბუჩიძე რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. კახა კალაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ როგორც მთელ ქალაქში, მათ შორის ისნის რაიონშიც, მომდევნო ოთხ წელში უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმება. „გპირდებით, რომ სიყვარულსა და პატივისცემას, რასაც თქვენგან ვგრძნობთ, შემდეგ ოთხ წელში უკან დაგიბრუნებთ კონკრეტული გაკეთებული პროექტებით. ამით იამაყებს ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი და ჩამოსული სტუმარი. ბევრი სამუშაო იქნა ჩატარებული ბოლო წლებში, რთული გადაწყვეტილებები მივიღეთ, არაპოპულარული ნაბიჯებიც გადავდგით, მაგრამ ეს სჭირდებოდა ჩვენს ქალაქს, მომავალს, შვილებს. შემდეგი ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აღმშენებლობითი - მეტი პროექტით, მწვანე სივრცით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. რაც ბოლო ოთხ წელში გავაკეთეთ, ამდენი ერთად არასდროს გაკეთებულა. თუმცა, ცხადია პრობლემები არსებობს, ჩვენი ამის თქმის არ გვეშინია. ყველაფერი ვიცით, რომელ სადარბაზოში რა არის გასაკეთებელი, რომელ კორპუსს რა სჭირდება, რომელი ქუჩაა შესაკეთებელი და ა.შ. გვაქვს სრული სურათი და უახლოეს მომავალში ყველაფერს მოვაწესრიგებთ", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების სამუშაოები დაიწყება. „ქეთევან დედოფლის გამზირი სრულად განახლდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, გარე განათებით, გამწვანებით, პატარა სკვერებით. მართალია, ახლა ეს გამზირი უკვე რეაბილიტირებული უნდა იყოს, მაგრამ არსებულმა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. თანხები, რომელიც ამ პროექტისთვის იყო მობილიზებული, გადავამისამართეთ სოციალური მიმართულებით და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პანდემიის პირობებში ჩვენი დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ", - აღნიშნა კახა კალაძემ. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ლეხ კაჩინსკის ქუჩასა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე შედგა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა N13-ში, 500 კვ.მ. ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების შესაბამისი სამუშაოები. რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახვევს, 600კვ.მ. ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი სივრცე, ახალი განათების ქსელი თავისი LED სანათებით. ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები, ურნები და ფანჩატური. ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. დედაქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი იმყოფებოდნენ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)