|
2021-09-03 13:56:47, 455 ნახვა
საზოგადოება
კახა ენუქიძე - რეგიონების განვითარება „ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც წლების განმავლობაში საქმით დამტკიცდა
„რეგიონების განვითარება „ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც წლების განმავლობაში საქმითაც დამტკიცდა. ჩვენ ვნახეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების, ჯანდაცვის, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ცალსახად დადებითად აისახა ჩვენს მუნიციპალიტეტზე. თუმცა, წინ ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევა გველის" - განაცხადა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატმა კახა ენუქიძემ წარდგენაზე. მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის. „ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იმ მუნიციპალიტეტში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე. მადლობა „ქართულ ოცნებას", რომ მომცა შანსი, გამარჯვების შემთხვევაში ჩემს ბაღდათს და ბაღდათელებს ვემსახურო. ჩვენს მხარეს აქვს უდიდესი პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გალამაზდეს აქაურობა და ადგილობრივებს გაუჩნდეთ მეტი შემოსავალი. ამის მიღწევა კი მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობით, ერთად დგომით არის შესაძლებელი. ბოლო ოთხი წელია ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს ვემსახურები და კარგად ვიცი მისი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიცი რა პრიორიტეტები უნდა დავისახო, რათა ბაღდათი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თქვენი ჩართულობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ფონი. გპირდებით, ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართმევთ თავს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)