04:12 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 10:37:22, 603 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა

შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა. „ჩვენი 20 წლიანი სამხედრო ყოფნა ავღანეთში დასრულდა”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა და ამერიკელ სამხედროებს სახიფათო ევაკუაციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

”ბოლო 17 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა განახორციელეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია და გამოიყვანეს 120 000-ზე მეტი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები, ასევე შეერთებული შტატების ავღანელი მოკავშირეები”, - განაცხადა ბაიდენმა.

ქაბულში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ამერიკელი სამხედროების გასვლა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნეს.

"ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა", - აღნიშნა „თალიბანის“ პრესსპიკერმა ყარი იუსუფმა.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics