" />
11:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 13:12:59, 696 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებულთათვის 3 თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს და ასევე, სრულად ვაქცინირებულთათვის მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულების წახალისებისთვის და ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისგან ითხოვს:

  • სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ; 
  • ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის - გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;​
  • ​სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
  • სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
  • სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია 
  • სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი. 
  • გარდა ამისა, დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics