|
2021-08-18 12:37:49, 531 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დანამტს 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება 17 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული. „საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, განურჩევლად იმისა, თუ რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებულები, სახელმწიფოს მხრიდან დამატებით 500 ლარს მიიღებენ.“ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება. „მინდა აღვნიშნო შემდეგი ფაქტი, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას ექიმების მიმართ. მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღეს დღეობით არ არის მსგავსი დაპირისპირებების დრო. სახელმწიფოს მხრიდან ექიმების ყველა ინტერესი არის დაცული. თითქმის 1 წელია, რაც ექიმებს ერიცხებათ დანამატები, აღნიშნული სახლმწიფოს მხრიდან არის დეტალურად გაწერილი და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია.“- განცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ექიმებს, მძიმე ვითარებაში მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იდგება მათ გვერდით. „ჩვენი ექიმების დახმარებით არცერთი პაციენტი არ რჩება დახმარების გარეშე, მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა მთელ სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს,ყველა ექიმს, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული პროცესში.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)