|
2021-08-18 11:07:21, 723 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი ყველას მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, - აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში. პაპი ფრანცისკეს თქმით, ვაქცინაცია, რომელიც ავტორიზებულია შესაბამისი ორგანოების მიერ, არის "სიყვარულის აქტი", რადგან ის ასევე წარმოადგენს ერთმანეთზე ზრუნვის გზას. „ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ყველაზე დაუცველებისთვისაა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს საკუთარი, სიყვარულის მცირე წვლილი ამ საქმეში. მცირე ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის.",- აცხადებს პაპი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)