|
2021-08-15 23:00:24, 1065 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - მედიკამენტ ტოცილიზუმაბის პირველი დამატებითი პარტია უკვე 16 აგვისტოს შემოვა
ხვალ, 16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრო და მომწოდებელი შემოიტანენ „ტოცილიზუმაბის“ დამატებით რაოდენობას და უახლოესი დღეების განმავლობაში იგი ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. ცერცვაძე აღნიშნული პოსტით განმარტავს, თუ რა გახდა ქვეყენაში „ტოცილიზუმაბის“ დეფიციტის მიზეზი. „ბოლო დღეებში „ტოცილიზუმაბზე“ მკვეთრად და ერთბაშად გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით ამ მედიკამენტის ქვეყანაში არსებული რაოდენობა პრაქტიკულად ამოიწურა და შეიქმნა დროებითი დეფიციტი. ხვალ, 16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრო და მომწოდებელი შემოიტანენ ტოცილიზუმაბის დამატებით რაოდენობას და უახლოესი დღეების განმავლობაში იგი ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, სამინისტრო და მომწოდებელი იღებენ ქმედით ზომებს, რათა ქვეყანაში შესაძლოდ მოკლე დროში შემოტანილ იქნას „ტოცილიზუმაბის“ ისეთი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებს მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას ამ მედიკამენტზე, მაგრამ ეს არ იქნება იოლი, ვინაიდან მედიკამენტი დეფიციტურია მსოფლიო ბაზარზე. შექმნილი სიტუაცია განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე, მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობისა და არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-პაციენტი გვყავს გადარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა „ტოცილიზუმაბის“ ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია), და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ „ტოცილიზუმაბი“ იმდენად ძვირი მედიკამენტია, რომ ასეთი ფუფუნების უფლებას თავის თავს საქართველოზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი ქვეყნებიც კი ყოველთვის ვერ აძლევენ. ამასთან, ტოცილიზუმაბი ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაფიო ჩვენებები და უკუჩვენებები და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე COVID-კლინიკებში. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, სწორედ ისინი, რომლებიც ახლა ალაპარაკდნენ მედიკამენტის დეფიციტზე, მთელი წელი გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით და მოუწოდებდნენ კლინიკებს, არ გამოეყენებინათ ტოცილიზუმაბი. ამის გამო ბოლო დრომდე ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა მხოლოდ 7-8 კლინიკა იყენებდა და ქვეყანაში არსებული მარაგი საკმარისზე მეტი იყო იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც ბოლო დღეებამდე ტოცილიზუმაბზე არსებობდა. იმდენად ძლიერი იყო „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების მოწინააღმდეგეების გავლენა, რომ მას შემდეგაც კი, რაც ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით და ტოცილიზუმაბი დროული და სწორი გამოყენების შემთხვევაში 24%-ით ამცირებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19 პაციენტების სიკვდილიანობა. კლინიკები არ ჩქარობდნენ ტოცილიზუმაბის გამოყენებას და მხოლოდ ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც შევძელით ყველა დაგვერწმუნებინა ტოცილიზუმაბის ეფექტიანობაში, მასზე მოთხოვნა ერთბაშად, ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა, რამაც ბუნებრივია მედიკამენტის დროებითი დეფიციტი შექმნა. სამინისტრომ მაშინვე გადადგა ნაბიჯები, რომ ასევე მკვეთრად გაზრდილიყო ტოცილიზუმაბის მოწოდებაც, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიკამენტი დეფიციტურია მთელ მსოფლიოში და ძალიან მოკლე დროში მისი მოწოდების მკვეთრად გაზრდა იოლი არ იქნება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მედიკამენტის პირველი დამატებითი პარტია უკვე ორშაბათს ა.წ. 16 აგვისტოს შემოვა. კოვიდი უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკურ ჯგუფსა და COVID-კლინიკების მედპერსონალს საქმიანობა ისედაც ექსტრემალურ პირობებში უწევთ და ამ დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების თუ ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების მხრიდან ხელის შეშლა დაუშვებელია“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)