|
2021-08-10 14:55:05, 325 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს
კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ, მსოფლიოში საუკეთესო, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გვაქვს, ბევრმა, ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ შეძლო საუკეთესო ვაქცინების შეტანა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი აცრილია და არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. „ პანდემიიდან გამომდინარე კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ავიცრათ. პირადად მე ჩავიტარე აცრა. ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახის ყველა წევრი არის აცრილი. არავითარი საფრთხე და საშიშროება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მე მინდა ვთხოვო კანდიდატს და ყველას, მაჟორიტარებს, რომ მეტი ინფორმაცია, მეტი კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან. ავუხსნათ, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. მეგობრებო, მთავრობამ ჩამოიტანა ვაქცინები, ბევრი ქვეყანაა ჩვენზე გაცილებით ძლიერ მდგომარეობაში, გაცილებით მდიდრები, მაგრამ ვერ შეძლეს საუკეთესო ვაქცინების შემოტანა. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინები, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ აღიარებული, ავტორიზებული ვაქცინები-„ფაიზერის" მილიონნახევარი ვაქცინა გვაქვს, მილიონნახევარი გვაქვს ასევე ჩინური, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა. შესაბამისად, ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენ პანდემია დავამარცხოთ, ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ და არ შეფერხდეს, არის ძალიან მარტივი რაღაც-აცრა ჩავიტარო. კიდევ მინდა გავიმეორო, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრილი ადამიანის გარდაცვალება არის გამორიცხული. ამიტომ უნდა ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მოსახლეობა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და ამით გავაგრძელოთ, ძლიერად შევუტიოთ ქვეყნის განვითარებას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)