23:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 14:03:48, 466 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან გამართული შეხვედრის თემა.

უწყებათა ხელმძღვანელებმა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა დასახეს და მისი განხორციელებისთვის ტაქტიკური ნაბიჯები განსაზღვრეს.

პრემიერ მინისტრის ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ვაქცინაციას გულისხმობს. ამ მიმართულებით, მასშტაბური ღონისძიებები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ტრენინგებში უსაფრთხო მონაწილეობისთვის, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტესტირება შეუფერხებლად განხორციელდება. ასევე, იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ მოხელეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში ვაქცინაციის ოფიცრები ჩაერთვებიან. ამ მიმართულებით, პროცესში ჩართულობისკენ ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო სუბიექტებსაც მიმართავს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა, კანონქვემდებარე აქტების მომზადებას ეხება.

ეკატერინე ტიკარაძესა და გიორგი კალანდარიშვილს შორის შემდგარი შეხვედრა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ისახავს მიზნად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics