|
2021-08-09 15:49:18, 712 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთის მთავრობის ცნობით, თალიბანმა რადიოსადგურის მენეჯერი მოკლა და ჟურნალისტი გაიტაცა
ქაბულში რადიოსადგურის მენეჯერი მოკლეს, სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში კი ჟურნალისტი გაიტაცეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მოკლული პირი Paktia Ghag-ის რადიოს მენეჯერი და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ჯგუფის NAI-ის წევრი იყო. გატაცებული ჟურნალისტი კი კერძო სატელევიზიო არხის Gharghasht TV-ს თანამშრომელია. Reuters NAI-ზე ცნოით, მიმდინარე წელს, ავღანეთში, 30-მდე ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა ან გაიტაცეს. თალიბანის წარმომადგენელების განაცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია ქაბულში მომხდარი მკვლელობისა და ჰელმანდში გატაცებული ჟურნალისტის შესახებ. თალიბანმა ბოლო ორ დღეში ორი პროვინციის დედაქალაქი აიღო — 6 აგვისტოს ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი და 7 აგვისტოს ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი შებერღანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)