10:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 16:52:02, 619 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც რეგიონში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, შეძლო რეიტინგების გაუმჯობესება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით;

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე,  ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, წელს ქვეყანა ელოდება საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება მომავალ წლებშიც ტურიზმის აღდგენის პარალელურად. გრძელვადიან პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, როგორც ნომინალურ, ისე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტში გამოხატული, ორჯერ და მეტად გაიზრდება. 2030 წლისთვის: ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დღეს არსებული 4300 დოლარიდან და გადასცდება 10 ათასს დოლარს, მსყიდველობითუნარიანობაში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 14,800 დოლარიდან გაიზრდება 31 ათას საერთაშორისო დოლარამდე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics