22:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 10:30:03, 1181 ნახვა

რეგიონი
მასობრივ ვაქცინაციას უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ შეუერთდა

ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ "ბერმუხას“ წევრები Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ და თორმეტივე ქორეოგრაფი "ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა. "ბერმუხას" ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უხუცესთა ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების - "ხულოს სამედიცინო ცენტრში" ჩატარდა. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრნენ.

,,გაფართოვდა იმუნიზაციის პროცესი, მაღალმთიან აჭარაში უკვე დაწყებულია "ფაიზერით" ვაქცინაცია, ასევე მიმდინარეობს ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“. მაგალითად ხულოში ყოველდღიური ჯავშნის რაოდენობა 100-მდეა. დღეს ჩვენ დავესწარით ანსამბლ ,,ბერმუხას“ წევრების ვაქცინაციის პროცესს. აიცრა პირველი უხუცესი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც 98 წლისაა. რა თქმა უნდა, პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია უფრო ინტენსიური ხასიათის გავხადოთ. დაახლოებით 3 000-მდე აცრა ადმინისტრირდება ყოველდღიურად ჩვენს რეგიონში, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს დღეებში, როგორც ხულოში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ქედასა და შუახევში ამბულატორიების დამატებას. ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად უნდა იყოს მზარდი“,- აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, აჭარაში ვაქცინაცია მიმდინარეობს 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ამ ეტაპისათვის რეგიონში 64 286 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics