|
2021-08-03 14:22:24, 798 ნახვა
სამართალი
23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს
23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აღნიშნავენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)