|
2021-07-15 10:54:29, 621 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. „ნებისმიერი პროექტი და ინიციატივა, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვას და აღდგენას, მათ შორის, ჭალის ტყეების აღდგენას, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჭალის ტყეებში არსებული პრობლემა გლობალურია; მათ გადაჭრას და პირვანდელ სახემდე დაბრუნებას ათეულობით წელი სჭირდება. დღეისთვის, ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ პროცესი, რასაც მხოლოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს „საბუკო“ ახორციელებს; მსგავს პროექტებს ყოველთვის ექნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა“,- განაცხადა იური ნოზაძემ. პროექტის მიზანი მდინარე ივრის ჭალის ტყეების აღდგენა/განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საძოვრებზე ეკოლოგიური პროცესების, ბიომრავალფეროვნებისა და პროდუქტიულობის აღდგენის მიმდინარე პროცესი ხელს უწყობს ადგილობრივი მესაქონლეობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. პროექტის შუალედური შედეგების წარდგენის ღონისძიების ფარგლებში დისკუსია გაიმართა და ფილმის „უდაბნოს პირისპირ“ ჩვენება მოეწყო, რომელიც „საბუკოსა“ და ეკო ფილმის ერთობლივი ნამუშევარია და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტი „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა“ ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ და Birdlife International-ის თანამშრომლობითა და Cambridge Conservation Initiative-ის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლიდან ხორციელდება. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკოს“ დირექტორის, ნათია ჯავახიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება საძოვრებზე მდგრადი ძოვების მართვის სისტემების დანერგვა; ჭალის ტყეებზე კი, დალის წყალსაცავიდან წყლის რეგულარული გამოშვების საშუალებით, ჭალის ტყეების ბუნებრივი დატბორვის ციკლის აღდგენა მიმდინარეობს.
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)