|
2021-07-14 17:39:06, 808 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა
„თეგეტა თრაქ ენდ ბასისა“ და "საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის", ე.წ. Ⴑთრონგმენებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში თეგეტა სთრონგმენების სპონსორი და გულშემატკივარი ხდება. „თეგეტა თრაქ ენ ბასი“ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ფედერაციის სპორტული მიღწევებისა და რეკორდების ორგანიზებაშიც ჩაერთვება. გულშემატკივრებს არა ერთი საინტერესო და ექსტრემალური სანახაობა ელოდებათ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის ღია პირველობა სატვირთო ავტომობილების გაწევაში და მსოფლიო რეკორდის დამყარება. ევროპის ღია პირველობა სატვირთოს გაწევაში კვირას 18 ივლისს, 18 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში არის დაგეგმილი. მსოფლიო რეკორდი ჯამში 9 სატვირთოს გაწევით კი 19 ივლისს, 09:00 საათზე, ჰუალინგის ცენტრთან დამყარდება. ავთო ახვლედიანი, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის დამფუძნებელი: „ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა თრაქ ენ ბასის სახით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი შევიძინეთ ფედერაციამ და საერთოდ ამ სპორტმა საქართველოში. 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე სააკაძის მოედანზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში უკვე ვიწვევთ ექსტრემალური სანახაობის მოყვარულებს და ჩვენს გულშემატკივრებს. ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე მოძრაობაში ჩატარდება. სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს სატვირთოს გამოქაჩვაში, გაწევაში, ამოწევასა და მიწოლაში შეეჯიბრებიან. საქართველოს ნაკრებიდან 5 სპორტსმენი იასპარეზებს. ასე რომ, გელით ერთად აღვნიშნოთ ახალი მსოფლიო რეკორდი და გამარჯვება.“ ევროპის ჩემპიონატი ორ - 105 კილოგრამიან და მძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდება. მსოფლიო რეკორდის მოხსნას კი, შეჯიბრებიდან დაკომპლექტებული საქართველოსა და ევროპის ერთობლივი 9 კაციანი შემადგენლობა შეეცდება, MAN-ის ბრენდის 9 სატვირთო ავტომობილთან შერკინებით.
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)