|
2021-07-14 16:24:12, 1036 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი რეგიონებშიც იმუშავებს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თბილისის შემდეგ რეგიონებშიც იმუშავებს. ცენტრის ოფისი იუსტიციის მინისტრმა დღეს ქუთაისში გახსნა. რატი ბრეგაძე ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდა. რეფერირების ცენტრი, რომლის ძირითადი ფუნქცია კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებთან მუშაობა, მათი რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენციაა, დღემდე მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებდა. ქუთაისის შემდეგ ოფისის გახსნა ბათუმშიც იგეგმება. რეგიონებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისების ამოქმედება აქ მცხოვრები რთული ქცევის ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან კომპლექსურად და ინდივიდუალურად მუშაობს; ეხმარება მათ, დაძლიონ ქცევითი სირთულეები და შემდგომში თავიდან აირიდონ კანონთან კონფლიქტი. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ის არასრულწლოვნები არიან, რომელთაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი –14 წელი – ჯერ არ შესრულებიათ. ცენტრში მიმართვის შემდეგ სხვადასხვა სპეციალისტისაგან შემდგარი ჯგუფები აფასებენ ბავშვის ქცევას და ადგენენ მისი სოციალიზაციის ინდივიდუალურ პროგრამას – რთავენ არასრულწლოვანს სპეციალურად მისთვის შემუშავებულ სხვადასხვა აქტივობაში და აწვდიან მას საჭირო მომსახურებას. რეგიონებში ასეთი სერვისის ხელმისაწვდომობა უფრო მეტ არასრულწლოვანს დაეხმარება რეაბილიტაციასა და არსებული პრობლემების დაძლევაში. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თბილისში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში მისი მომსახურებით 105-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. დღეიდან რეფერირების ცენტრის სერვისებს არასრულწლოვნები ქუთაისში, სულ მალე კი, ბათუმშიც მიიღებენ. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)