|
2021-07-14 11:28:02, 575 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 6 თვეში , 4175 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4175 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 223 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა. ყველაზე მეტი, 1 824 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 816 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 671 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება, 337 - სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოვლენილია 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 751, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის - 559, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 301, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 275, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის - 201, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 106, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 58 ფაქტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წლის 6 თვეში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 100 ფაქტია გამოვლენილი. 922 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; კახეთში გამოვლინდა 733 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 712, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 443, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 425, ქვემო ქართლში - 375, სამცხე-ჯავახეთში - 313 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 30 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 222 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი; მათგან 6 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153), სავარაუდო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის შესახებ 1305 შეტყობინება დაფიქსირდა. თითოეულ მათგანზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინა.
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)