14:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 18:44:54, 672 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაუყონებლივ დააკავონ და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ მოძალადეები, რომლებიც 5 ივლისს „ტვ პირველის“ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან, მოქალაქეებმა გარდაცვლილი ოპერატორის პატივსაცემად პარლამენტის წინ სიმბოლურად სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, დღეს 11 ივლისს გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics