|
2021-07-10 21:41:34, 1007 ნახვა
სამართალი
„მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა - დაწყებულია გამოძიება
„მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული შეტევით პროლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძეიბა დაიწყო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა. აღნიშნული შეტევით პროლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას. გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)