|
2021-07-09 16:58:37, 521 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობას გააღრმავებს
საზღვაო ტრანსპორტის სფეროში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების, არსებული სპეციალისტებისათვის კვალიფიკაციის დადასტურების მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდის მიზნით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „ჩვენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ ბევრი წელია და გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითები, მაგრამ დღეს, დღევანდელი მემორანდუმი კიდევ ერთხელ ცხადყოფს და არის დასტური იმისა, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საზღვაო მიმართულებით მომზადებული კადრები ეს არის პროფესიული განათლება, თუ უმაღლესი განათლება, იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის, შესაბამისი კომპეტენციის და კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, ამიტომ ამ მიმართულებით მემორანდუმში საკუთარი როლები გავქვს ნანახი და დანაწილებული, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ერთობლივად მივაღწიოთ,"- აღნიშნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით გეგმავენ თანამშრომლობას, მათ შორის: საზღვაო სფეროში პროფესიული და უმაღლესი კვალიფიკაციების განახლების, ასევე ახალი კვალიფიკაციების ფორმირებისა და დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, საზღვაო სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით. „ჩვენი თანამშრომლობა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან უკვე გადავიდა სხვა ეტაპზე, სადაც ჩვენ ვგეგმავთ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, ასევე პროფესიული სწავლების მიმართულებით უფრო ღრმა თანამშრომლობას და აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სიახლეები, რაც ჩვენ წელს გვაქვს. ეს არის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი, სადაც უკვე 10 პროგრამა გავქვს ავტორიზებული და შესაბამისად სექტემბრიდან ველოდებით ახალ ნაკადებს," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მუშაობა გააძლიერებს კოორდინაციას ამ ორგანიზაციებს შორის და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლებას. მემორანდუმს ხელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა მოაწერეს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)