04:29 - 12 Jun, 2026
|
2021-07-09 13:16:52, 1166 ნახვა
სამართალი
„მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ოპერატორებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორზე და „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე - 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)