|
2021-07-08 11:03:20, 596 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შს მინისტრთან - შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სტატუსით საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მხარეებს შორის როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ელჩი- პაატა კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე- გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი- ეკატერინე მაჭავარიანი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დროებით საქმეთა რწმუნებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ვიდეოკონფერენციის ბოლოს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტ -„უსაფრთხო ქალაქი–უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)