20:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 18:21:24, 1199 ნახვა

საზოგადოება
მოთხოვნების გამოხატვის ფორმა მიუღებელია - „საქნახშირი“ მეშახტეების პროტესტს პასუხობს

ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირი“ ტყიბულში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცული მეშახტეების პროტესტს პასუხობს.

როგორც საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ  „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მეშახტეების მოთხოვნები მათთვის მიუღებელი არ არის, მიუღებელია მოთხოვნების გაჟღერების ფორმა.

„დაახლოებით ორი კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. მასთან ჩამოყალიბდა ხუთი კომიტეტი. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან - დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა.

კომიტეტების მუშაობის ფარგლებში განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხი 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია. საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა“, - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics