20:02 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 10:29:30, 907 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია, გორში, პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ქ. გორში, პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტები: გორი, ქარელი, ყვარელი და საგარეჯოა.  

„საპილოტე პროექტის მიზანია მიწის მდგრადი მართვის დანერგვა და შესაძლებლობების გაძლიერება; ასევე, ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება და ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარება, რამაც, თავის მხრივ, საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური კაპიტალის დაცვა უნდა უზრუნველყოს. პროექტში მონაწილეობა 100-მდე ფერმერმა მიიღო. ფერმერებს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით და კავკასიის რეგიონალური განვითარების ცენტრის მხარდაჭერით,  უსასყიდლოდ გადაეცათ სხვადასხვა სათესლე მასალა და ნერგები ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ასეთ პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს და მეტი ფერმერი დაინტერესდეს მსგავსი ღონისძიებებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის დეკემბერში, 2935 მეტრი ქარსაფარი ზოლი გაშენდა, 6 ფერმერს უსასყიდლოდ გადაეცათ ნერგები და შესაღობი მასალა. 2020 წლის ოქტომბერში, გორში მდებარე 75 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნიადაგის დაუმუშავებლად დაითესა,თესვის ხარჯი სრულად დაფარა პროექტმა.

საპილოტე პროექტის განხორციელება  2018 წლის 18 მარტს დაიწყო და  2023 წლის 18 მარტს დასრულდება. პროექტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ; განმახორციელებელი სააგენტოა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (REC Caucasus).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics