|
2021-07-02 15:30:18, 888 ნახვა
საზოგადოება
EBRD-მა „თიბისი“, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, „თიბისი“, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეშვიდედ მიიღო. „თიბისი“ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. აღნიშნული დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც პანდემიის პირობებში, გადამწყვეტი როლი შეასრულა რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2020 წელს რეკორდულ წლიურ მოცულობას მიაღწია და 3,3 მილიარდ ევროს გადააჭარბა. „ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 52%-ია. კრიზისული წლის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით, თიბისის პორტფელი 23%-ით გაიზარდა და დღეს ის 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, პარტნიორ კომპანიებს დავეხმარეთ, რომ ახალ რეალობას ეფექტურად მორგებოდნენ - გავუზარდეთ ტრანზაქციების ვადები. ასევე, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე სესხებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს. სწორედ ამიტომ, კომპანიები შედარებით ნაკლები დანაკარგით გაუმკლავდნენ გამოწვევებით სავსე პერიოდს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. "გამარჯვებული ბანკები ფინანსური სფეროს სამაგალითო წარმომადგენლები არიან. ისინი ამოძრავებენ საერთაშორისო ვაჭრობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისათვის. ვიცი, გლობალური პანდემიის დაწყების შემდეგ, როგორი ძალისხმევით მოუწიათ მათ მუშაობა და ისიც ვიცი, რომ ჩვენ ერთად დავძლევთ ამ კრიზისს", - EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენოდ-ბასო "ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ საკვანძო როლი შეასრულა მცირე და საშუალო საწარმოების ზრდაში, რაც ასე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ასევე საზოგადოებებში თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისათვის. ჩვენი ჯილდოს მფლობელი ბანკები წარმატებით იყენებენ EBRD-ის დაფინანსებასა და სასწავლო პროგრამებს. მათი წარმატება ჩვენთვის ძალიან საამაყოა", - EBRD-ის მმართველი დირექტორი უკრაინაში, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ფრანსის მალიჟე. ღონისძიებაზე დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ კრიზისზე რეაგირებას. გასულ წელს EBRD-მა, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, განსაკუთრებულად დაუჭირა მხარი ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ბუნებრივი ენერგია, საკვები და სამედიცინო პროდუქტები. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა კრიზისის დროს ციფრული პლატფორმების მნიშვნელობაც იყო, ვინაიდან პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ციფრული შესაძლებლობებისა და გადაწყვეტების საჭიროებას. EBRD ხელს უწყობს პარტნიორ ბანკებს არ დარჩნენ ციფრული ტრანსფორმაციის მიღმა. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, EBRD-მა დღემდე მხარი 27 000-მდე სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა. ჯამში, ტრანზაქციების რაოდენობამ 22 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)