|
2021-06-30 15:27:59, 536 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რეგულაცია იმ მშენებლობებს შეეხება, რომლებზეც ნებართვა 2022 წლიდან გაიცემა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული რეგულაცია იმ მშენებლობებს შეეხება, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა 2022 წლიდან გაიცემა. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად მომზადდა. „სამშენებლო სექტორთან კომუნიკაცია კანონპროექტის მომზადების ეტაპზევე გვქონდა. ეს პუნქტი მათთან დეტალურად გავიარეთ. ყველა ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ ეს რეგულაცია სწორია. ის, რომ დღეს, ხალხი ექსპლუატაციაში მიუღებელ საცხოვრებელ სახლებშია შესახლებული, სწორედ ამ რეგულაციის არარსებობის ბრალია. ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს საჭიროა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის მხრიდან იყო ორი თხოვნა: თუ შეიძლებოდა, რომ ამ მუხლის ამოქმედების ვადა ყოფილიყო ცოტა უფრო შორს. შევთანხმდით, რომ ეს წესი გავრცელდება იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2022 წლის 1 იანვრიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მათთან კომუნიკაციის გზით მოხდა ამის რეგლამენტირება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, ბიზნესის მეორე თხოვნას შეეხებოდა ექსპლუატაციის ვადებს და სამშენებლო სექტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ ადმინისტრაციული ვადები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. „ჩვენ ამ პირობას, რომელიც ბიზნესს მივეცით, აუცილებლად შევასრულებთ, მით უმეტეს, რომ ჩვენც გვაქვს დრო, რომ რესურსი გავზარდოთ, ოპტიმიზაცია გავუკეთოთ პროცესს. ეს არის ჩვენი მუდმივი სამუშაო რეჟიმი ყველა სამსახურის მიმართულებით. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ადმინისტრაციული პროცედურები. შესაბამისად, ეს ორივე თხოვნა, რაც წამოყენებული იყო ბიზნესის მხრიდან, გათვალისწინებულია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)